სიახლეები

ფილმის ჩვენება სასტუმრო "კასტელო მარეში"

2019 წლის 8 მაისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით“ სასტუმრო კასტელო მარეში ფილმის „თავისუფლების მწერლების“ ჩვენება და განხილვა მოეწყო, რომელშიც მონაწილეობდნენ ორგანიზაციის პარტნიორი სკოლის მასწავლებლები და მშობლები. 

ფილმი ინგლისურის დამწყებ მასწავლებელზეა, რომელმაც ზუსტად იცის რა სჭირდებათ მოსწავლეებს, რისი მიღწევა სურს და სწორად აქვს ჩამოყალიბებული მომავალი საქმიანობის მოტივაცია და გეგმა. 

ფილმის მთავარი გმირი არის მაგალითი თუ როგორი უნდა იყოს მასწავლებელი და რამდენად მნიშვნელოვანი როლი აკისრია ახალგაზრდების პიროვნული ფორმირების პროცესში. მას კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ ის ემოციურად მშვიდ და კომფორტულ გარემოს არ შექმნის ზედმეტი იქნება საგანმანათლებლო მიზნების წარმატებაზე საუბარი. 

ფილმის ჩვენების მთავარი მიზანი იყო გვეჩვენებინა დამსწრე საზოგადოებისთვის თუ რამდენად დიდი კონტრიბუციაა საჭირო ახლაგაზრდების (შვილების) სწორად აღზრდაში და მათი, როგორც წარმატებული ინდივიდის ჩამოყალიბებაში. 

ფილმის ჩვენება მოეწყო პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ ფარგლებში, დონორი ორგანიზაცია პური მსოფლიოსთვის.