სიახლეები

გარკვეულ ტერიტორიებზე ძაღლის სახლები განთავსდა

"ახალგაზრდა პედაგოგთაკავშირის” მიერ მოსწავლეთა თვითმმართველობებისთვის გამოცხადებული მიკროგრანტების კონკურსში გამარჯვებული პროექტის ,,სახლი უსახლკარო ძაღლებს !“ ფარგლებში, ლიდერთა სკოლის წევრებმა კონკრეტულ ტერიტორიებზე უსახლკარო ცხოველებისთვის განათავსეს ძაღლის სახლები .

დაბა ჩოხატაურის გზაზე არსებულ ნასაკირალის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდა სამი ძაღლის სახლი და ერთი – დაბა ანასეულის ერთ–ერთ სკვერში, სადაც უსახლკარო ძაღლები ცხოვრობენ.

აქტივობა დაფინანსებული იყო პროექტის: სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისთვის“ მიკროგრანტების კონკურსის ფარგლებში.