სიახლეები

სახლები მაწანწალა ძაღლებისთვის

2019 წლის 2-3 მაისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებულმა ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა გარემოს დაცვის და უსახლკარო ძაღლების ადვოკატირების ფარგლებში ქ. ოზურგეთსა და დაბა ნასაკირალში რამდენიმე აქტივობა ჩაატარეს. 

ახალგაზრდული ცენტრის წევრების და ლიდერთა სკოლის მოსწავლეების ერთობლივი აქტივობის ფარგლებში შეიღება ხის სახლები უსახლკარო ძაღლებისთვის, რომლებიც განთავსდება ქალაქში წინასწარ შერჩეულ ლოკაციებზე. 

გარემოს დაცვის ადვოკატირების კამპანიის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო საკომუნიკაციო აბრების განთავსება დაბაში, რომელსაც დასუფთავების აქცია უძღოდა წინ. რამდენიმე კვირით ადრე ცენტრის წევრებმა დაასუფთავეს დაბაში არსებული ხელოვნური ნაგავსაყრელი, სადაც უკვე განთავსდა ერთი ბანერი, ხოლო მეორე სკოლის ეზოს წინ. 

კამპანიის ფარგლებში ასევე ჩატარდა საჯარო დისკუსია, რომელსაც ესწრებოდა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და სკოლის ადმინისტრაცია, სადაც ცენტრის წევრებმა დამატებითი ბუნკერის განთავსება მოითხოვეს. მუნიციპალურმა სერვის ცენტრმა გაითვალისწინა მოთხოვნა და სკოლაში უკვე დაიდგა ახალი ბუნკერი. 

აქცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.