სიახლეები

სტუმრად ახალგაზრდა მეწარმესთან

2019 წლის 17 მაისს, ქ. წყალტუბოში "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრები შეხვდნენ ახალგაზრდა მეწარმეს ოტია იოსელიანს, რომელიც დედაქალაქიდან რეგიონში გადმოცხოვრდა და სამეწარმეო საქმიანობა წამოიწყო. 
შეხვედრის მიზანი იყო მეწარმეობის პოპულარიზაცია და გამოცდილების გაზიარება ახალგაზრდებისთვის, რათა მომავალში მათაც იფიქრონ და აქციონ საკუთარი იდეა რეალობად. 
ოტიამ ცენტრის წევრებთან ისაუბრა იმ ეტაპებზე, რომლებიც მან გამოიარა სანამ ოტიას ეზო - Otia's Ezo, როგორც ბრენდი ჩამოყალიბდებოდა, რა გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რა ტიპის საფრთხეები შეიძლება არსებობდეს და როგორ უნდა მართო რისკები.შეხვედრაზე მან ასევე განიხილა გურიის პოტენციალი ღვინის და ციტრუსის კუთხით, კითხვა-პასუხის რეჟიმში ცენტრის წევრებმა გარკვეული რჩევებიც მიიღეს. 
შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.