სიახლეები

წიგნიერების საერთაშორისო დღე

2019 წლის 23 აპრილს, ჩოხატაურის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებმა წიგნიერების საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ღონისძიების პირველი ნაწილი დაეთმო ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს შორის წიგნების ჩუქების ცერემონიას, მეორე ნაწილი სრულად მიეძღვნა ლიტერატურაზე საუბარს. 

ლიტერატურათმცოდნე ნანა მგალობლიშვილმა და ლიდერთა სკოლის ყოფილმა მოსწავლეებმა მიმოიხილეს როგორც ქართველი ასევე უცხოლი მწერლების შემოქმედება. ისაუბრეს ოთარ ჭილაძის ნაწარმოების „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“, ჯემალ ქარჩხაძის „მდგუმურის“ და ალბერ კამიუს „უცხოს“ შესახებ. სამივე ნაწარმოები ეგზისტენციალისტური იდეებითაა ნასაზრდოები და საინტერესოდაა წარმოდგენილი სიცოცხლის ავტორისეული ინტერპრეტაციები. რომანი „უცხო“ ალბერ კამიუს „აბსურდის ციკლს“ განეკუთვნება და ერთ-ერთი გამორჩეულთაგანია, რადგან პროტაგონისტი საზოგადოდ მიღებულ მორალურ პრინციპებს არ ემორჩილება და ცხოვრებას სხვა კუთხიდან უყურებს. 

შეხვედრის ორგანიზატორები თავად ლიდერთა სკოლის მოსწავლეები იყვნენ, რაც მათთვის საინტერესო გამოცდილება იყო. დამსწრე აუდიტორიამ სურვილი გამოთქვა, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ხშირად მოეწყოს, რადგან ეს კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კომუნიკაციის გაღრმავებას.