სიახლეები

ველო ტური ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციისთვის

2019 წლის 10 მაისს, 17:00 საათზე „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა ველო ტური, რომლის მიზანი იყო ჯანსაღი ცხოვრების და ველოსიპედის როგორც უსაფრთხო, ეკო-მეგობრული ტრანსპორტის პოპულარიზაცია. 

ველო ტური უკვე ტრადიციად ჩამოყალიბდა და მეოთხე წელია რაც იმართება. ახალგაზრდების ინიციატივით წლევანდელ აქტივობას დამატებითი შინაარსი ჰქონდა, რაც გულისხმობს ადვოკატირებას ველო ბილიკების არ არსებობის შესახებ. 

ქ.ოზურგეთისთვის ველოსპიედი ყველაზე მოსახერხებელი ალტერნატიული ტრანსპორტია, განსაკუთრებით ახლომდებარე სოფლის მცხოვრებთათვის. უსაფრთხოებასთან ერთად ველოსიპედით გადაადგილება ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელოვანი ბერკეტია. 

ველო ტურში ჩართული იყვნენ ველომოყვარულები და ოზურგეთის სპორტის განვითარების განყოფილების წარმომადგენლები. 

ახალგაზრდებს სურთ რომ ქ. ოზურგეთში არსებობდეს ველო ბილიკები, საწყის ეტაპზე შესაძლებელია სავალ ნაწილზე გამოიყოს სივრცე ველოსიპედებისთვის. 

აქცია ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.