News

en_საგრანტო განაცხადის მომზადების ტრენინგი

დღეს, 2021 წლის 16 ივნისს, უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარების და საგრანტო განაცხადის მომზადების ტრენინგები დაიწყო.
👉 ტრენინგს ესწრება სოციალური მომსახურების მიმწოდებელი 7 არასამთავრობო ორგანიზაციის 10 წარმომადგენელი. შეხვედრისას განხილული იქნება:
🔹უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების უპირატესობები
🔹უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების სტანდარტები
🔹ადგილობრივი გამოცდილება, ადაპტირება-პილოტირების შედეგების გაცნობა
🔹უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების შემთხვევის მართვის პრინციპები და მახასიათებლები
🔹უფლებებზე დაფუძნებული შემთხვევის მართვის მახასიათებლები და მართვის ციკლი
🔹უფლებებზე დაფუძნებული მომსახურების ხარისხის მართვის პრინციპები
🔹საგრანტო კონკურსის პირობები და განაცხადის შევსება
👉 პროექტის ფარგლებში სულ დაგეგმილია 5 მსგავსი ტრენინგის ჩატარება, რომელსაც დაესწრება 30-ზე მეტი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი არასამთავრობო ორგანიზაცია. ტრენინგის მიზანია სოციალური მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებში უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის განხორციელებისთვის საჭირო ცოდნის და უნარების განვითარება. ტრენინგის შემდეგ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი ამ მიდგომის დანერგვის მხარდასაჭერად.
📋 აღნიშნული ღონისძიება ტარდება ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ,,საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მიერ, ,,საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესთა დაცვის ასოციაციასთან“ და ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად. პროექტის მიზანია: საქართველოში ისეთი სოციალური მომსახურებების განვითარება, სადაც ხელს უწყობენ და პატივს სცემენ მოწყვლადი ჯგუფების, კერძოდ, შშმ პირების და ხანდაზმულების სოციალურ, კულტურულ და ეკონომიკურ უფლებებს.