ჩვენ შესახებ

"ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი"დაარსდა 1996 წელს.

ორგანიზაციის  სტრატეგიული მიზანია:

სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, საგანმანათლებლო და სოციალურ სფეროებში მოქალაქეთა ინტერესების დაცვაზე მიმართული ქმედითი პროგრამების დანერგვით.

ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით. კერძოდ:

1.მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარების კომპონენტი

 

კომპონენტის მიზანი:

მოზარდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება  მოზარდებისთვის დემოკრატიული ღირებულებებისასევე სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების უნარ-ჩვევების სწავლებარაც პრაქტიკული მაგალითების საშუალებით ხორციელდება.  

 

აღნიშნული კონცეფციის ფარგლებში,   მოზარდებისთვის მიმდინარეობს  განათლებისა და განვითარების  სამი ეტაპი:  ინფორმაციის მიწოდება,  ინფორმაციის გავრცელება  და პრობლემების ადვოკატირებაში მონაწილეობა.  

ორგანიზაციას აქვს ლიდერთა სკოლები მოზარდებისთვის: ოზურგეთში, ჩოხატაურში და . თბილისში.

ასევე მუშაობს მოზარდებთან და ახლაგაზრდებთან გურიის პარტნიორ სკოლებში.

 

2.საგანმანათლებლო დაწესებულებებში  დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კომპონენტი

კომპონენტის მიზანი: საჯარო სკოლებში, სკოლამდელ დაწესებულებებსა და პროფესიულ სასწავლებლებში სასწავლო გარემოს გაუმჯობესება, მართვის პროცესში მასწავლებლების, მშობლებისმოსწავლეების, აღსაზრდელების, სტუდენტების ჩართვა და სასწავლო დაწესებულებების გარემოს მოსწავლეების /აღსაზრდელების /სტუდენტების საჭიროებებზე ორიენტირება.

კომპონენტის საქმიანობები მოიცავს:

1. მონიტორინგს, კვლევას/ შეფასება, რეკომენდაციების მომზადებას, ადვოკატირების კამპანიებს;

2. სკოლებში დემოკრატიული მმართველობის განვითარები ხელშეწყობას - ტრენინგებითა და კონსულტაციებით.

 

კომპონენტის ფარგლებში განხორციელებული მონიტორინგის თემებია:

1. განათლების სისტემის სამართლებრივი მონიტორინგი;

2. გათბობის სისტემის მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში;

3. სკოლის ბუფეტებისა და სასწავლო გარემოს განათების მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში;

4.საქართველოს პრესაში ზოგადი განათლების საკითხების გაშუქების სიხშირისა და ხარისხის მონიტორინგი;

5. წყლისა და სველი წერტილების სანიტარულ-ჰიგიენური მონიტორინგი გურიის საჯარო სკოლებში;

6.განვითარებაზე ორიენტირებული მუხლების მონიტორინგი საჯარო სკოლების ბიუჯეტში.

 

კომპონენტი მუშაობს კვლევითი მიმართულებითაც.  ჩატარებული კვლევები:

1.       საჯარო სკოლებში კვების ობიექტების ფუნქციონირების შესახებ არსებული პრაქტიკის კვლევა.

2.       ბულინგი და მისი ფორმები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლებში

3.       პროფესიული განათლების შესახებ არსებული დამოკიდებულებების კვლევა (გურიის რეგიონის მაგალითი)

4.       უსაფრთხო გარემოს შეფასება გურიის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში

5.       საგანმანათლებლო გამოწვევები საჯარო სკოლებში, რომლებშიც ეთნიკურად ქართველი რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ ან ასწავლიან (ოზურგეთის რაიონის სკოლების მაგალითზე)

6.       ინკლუზიური განათლების პროგრამის მიმდინარეობის შეფასება (გურიის სკოლების მაგალითი).

კვლევების შედეგების საფუძველზე ორგანიზაცია შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლის ადვოკატირების მიზნით მუშაობს სხვადასხვა შესაბამის უწყებასთან ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე.

 

3. სოციალური დაცვის პოლიტიკისა და პროგრამების გაუმჯობესებისთვის სამოქალაქო ჩართულობის კომპონენტი

 

კომპონენტის მიზანი: სახელმწიფოს სოციალური პროგრამების ეფექტურობის ზრდა იმგვარად, რომ მათ უკეთ უპასუხონ მოწყვლადი მოსახლეობის საჭიროებებსა და ინტერესებს.

 

კომპონენტის ქვეპროგრამებია:

·         სოციალური მომსახურების მიწოდება

·         მონიტორინგი, კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

·         საზოგადოების (მშობლები, ბავშვების, პედაგოგების, სკოლამდელი განათლების აღმზრდელ-პედაგოგები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და სხვა) ცნობიერების ამაღლება მოწყვლადი ჯგუფების უფლებებისა და მათი დაცვის მექანიზმების თაობაზე

·         რეკომენდაციები და კონსულტაციები ბენეფიციარებისთვის

 

1.    სოციალური სერვისების განვითარება

  

ორგანიზაციამ 2008 წელს აამოქმედა ალტერნატიული სადღეღამისო მომსახურება  სააღმზრდელო დაწესებულება - მცირე საოჯახო სახლიმზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის, რამაც ქვეყანაში შექმნა დიდი ზომის ინსტიტუციური დაწესებულების ერთ-ერთი პირველი ალტერნატიული სააღმზრდელო მომსახურების მოდელი. მითითებული მომსახურების მიზანი გახლავთ ოჯახური გარემოთი უზრუნველყოს ის მშობელთა მზრუნველობას მოკლებული ბავშვებირომელთა შენარჩუნება ბიოლოგიურ ოჯახებშ ან ზრუნვის უპირატეს ფორმაში - მინდობით აღზრდაში გადაყვანა ვერ ხერხდება2018 წლის 1 სექტემბრიდან მომსახურებამ შეწყვიტა საქმიანობა, ვინაიდან, მომსახურებაში მყოფ აღსაზრდელებს შეუსრულდათ 18 წელი ან დაუბრუნდნენ ბიოლოგიურ ოჯახებს.

 

ორგანიზაციის ინიციატივით 2011 წელს შეიქმნა ხანდაზმულთა სახლი, რომელიც განკუთვნილია საპენსიო ასაკს მიღწეული ადამიანებისთვის მშვიდი და სასიამოვნო სიბერის უზრუნველსაყოფად. სახლის მიზანი აბინადართა საცხოვრებელი გარემოსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, ასევე მათი ფსიქო სოციალური რეაბილიტაცია.

 

2.  კვლევა, ადვოკატირების კამპანიები

 

სოციალური კომპონენტის საქმიანობები და ღონისძიებები სრულად არის მიმართული 18 წლამდე არასრულწლოვნების/მათი ოჯახების პრობლემური სფეროების იდენტიფიცირებისკენ, რათა გამოვლინდეს სფეროში არსებული გამოწვევები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომით, შეიცვალოს არსებული სისტემები ან სისტემებში არსებული ხარვეზები, რაც უკეთ უპასუხებს ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებისა და უფლებების დაკმაყოფილებას. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების შედეგად გამოვლენილი პრაქტიკების ცვლილებისთვის, ორგანიზაციის მიერ ხდება რეკომენდაციების შემუშავება, რაც მიეწოდება უფლებამოსილ სტრუქტურებს. თუმცა, მთავრობის მიერ მიწოდებული რეკომენდაციების გათვალისწინება ორგანიზაციის მხრიდან მოითხოვს ადვოკატირების კომპლექსურ სტრატეგიებს, რომლის შედეგადაც შესაძლებელი ხდება სასურველი ცვლილებების განხორციელება ადგილობრივი, თუ ცენტრალური ხელისუფლების დონეზე.

 

კომპონენტის საქმიანობის ფარგლებში, ბოლო 5 წლის განმავლობაში ორგანიზაციამ განახორციელა რამდენიმე კვლევა, რომელთა თემების საჭიროებას ადასტურებდა, სხვადასხვა გარემოება, როგორიცაა: მითითებულ თემის შესახებ კვლევის ჩატარების საჭიროება, პრობლემის აქტუალობა,  პრაქტიკაში არსებული ხარვეზები და სხვა. ზემოაღნიშნული კვლევების საკითხებს წარმოადგენდა:

 

Ø  აჭარისა და გურიის რეგიონებიდან თურქეთში არასრულწლოვანთა შრომითი მიგრაციის პრაქტიკის შესწავლა

Ø  მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს რეგიონული საბჭოების მუშაობის ეფექტიანობის კვლევა

Ø  ,,. ოზურგეთის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პროფილისა და სოციალური კეთილდღეობის ინდიკატორების კვლევა

Ø  ხანდაზმულთა დაწესებულებებში ბენეფიციართა განთავსების მიზეზების კვლევა

Ø  სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან (მცირე საოჯახო სახლი/მინდობით აღზრდა) გასული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა

Ø  სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში მცხოვრების ბავშვების ბიოლოგიური ოჯახების საჭიროებების დადგენა

Ø  რეინტეგრაციის პროგრამაში ჩართული ოჯახების საჭიროებების დადგენა

Ø  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ თემში - სოფ. ლაითურში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების კვლევა.

    

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, თითოეული კვლევის შედეგების გაცნობისა და შემუშავებული რეკომენდაციების ადვოკატირების მიზნით, ორგანიზაცია აწყობს პრეზენტაციებს, საჯარო/სატელევიზიო დისკუსიებს, საინფორმაციო შეხვედრებს, ასევე, ოფიციალურ შეხვედრებს სამთავრობო უწყებების, საქართველოს პარლამენტისა თუ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან. აღნიშნულის ფარგლებში, მიმდინარე წლიდან, ორგანიზაცია, როგორც ბავშვთა და ახალგაზრდობის კოალიციის წევრი აქტიურად ხვდება საერთაშორისო ინსტიტუტების (NDI, USAID, საელჩოების) წარმომადგენლებს, რათა მათთან მიიტანოს კვლევებით გამოვლენილ პრორბლემურ საკითხებზე ინფორმაცია.

 

3. მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა

 

ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება სიღარიბესა და დისფუნქციურ ოჯახებში მცხოვრები ბავშვების საბაზისო და განვითარებაზე ორიენტირებული საჭიროებების დაკმაყოფილება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ორგანიზაცია, ადვოკატირების შედეგად, . თბილისში, . ოზურგეთსა და . ლანჩხუთში ავლენს სხვადასხვა დისფუნქციის მქონე ბავშვიან ოჯახებს, აფასებს მათ საჭიროებებს და ახდენს მათი უფლებების ადვოკატირებას სხვადასხვა დონეზე. ასევე, აქტიურად ეწევა მოქალაქეთა კონსულტირებას ან რეფერირებას შესაბამის უწყებებში, ადგილობრივი/ცენტრალური ხელისუფლების ადმინისტრირებულ  პროგრამებში ჩართვის მიზნით.

             
გარკვეულ შემთხვევები, როდესაც ოჯახი საჭიროებს გადაუდებელ დახმარებას (საკვები, ტანისამოსი, სასწავლო ნივთები, საყოფაცხოვრებო ინვენტარი), ორგანიზაცია მიმართავს მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, ან საკუთარი/შემოწირული სახსრებით უზრუნველყოფს ოჯახებისთვის გადაუდებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. ბოლო წლებში, ორგანიზაციის მიერ შეფასდა და შესაბამის პროგრამებში ჩაერთო 100-მდე ოჯახი 200-მდე ბავშვით. ძირითადად, ოჯახების საჭიროებები დაკავშირებულია საბაზისო მოთხოვნილებების (საცხოვრებელი, ჯანმრთელობა, ტანისამოსი, საკვები) დაკმაყოფილებასთან, საგანმანათლებლო/სააღმზრდელო (ბაღი, ინკლუზიური განათლება, პროფესიული) პროცესებში, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩართვასთან. მოცემულ პროცესში, მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სისტემატიურად მოსახლეობისთვის ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე არსებულ მხარდამჭერი სისტემების შესახებ ინფორმაციის მიწოდებასაც.

 

4. საზოგადოების/პროფესიონალების/მოწყვლადი ჯგუფების ცნობიერების ამაღლება

 

სოციალურ კომპონენტში დამოუკიდებელ მიმართულებას წარმოადგენს ცნობიერების ამაღლებისკენ და საზოგადოების ინფორმირებისკენ მიმართულ აქტივობები, როგორიცაა: ტრენინგები, დისკუსიები, საინფორმაციო შეხვედრები, საჯარო/სატელევიზიო დისკუსიები. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრაქტიკა ხელს უწყობს სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენელთა (საგანმანათლებლო რესურსცენტრი, პოლიცია, ადგილობრივი თვითმმართველობა, სამედიცინო დაწესებულება, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო და სხვა), სხვადასხვა მიმართულებით მომუშავე პროფესიონალთა (პედაგოგი, ბაღის/სააღმზრდელო დაწესებულების აღმზრდელი, ჟურნალისტი, პოლიციელი, სოფლის რწმუნებული და სხვ.) და მოწყვლადი ჯგუფების (მშობლები, ბავშვები) ცნობიერების ამაღლებას და დამოკიდებულების ზრდას ბავშვზე ზრუნვის, ბავშვთა დაცვისა, ბავშვთა განვითარების ასპექტების მიმართ.

 

 

ქსელებში გაწევრიანება

 

ორგანიზაცია, 2017 წლიდან გახდა ()იპ ,,ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისკოალიციის წევრი. მის მიერ განხორციელებული სამიანობების, ადვოკატირების კამპანიებში ტიური ჩართულობისა და იმიჯის გათვალისწინებით, 2019 წელს ორგანიზაცია გახდა მითითებული კოალიციის საბჭოს წევრი და კოალიციის ხელმძღვანელი. კოალიციაში შემავალ სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ერთად იგი ტიურად არის ჩართული კოალიციის ყველა მიმდინარე სამიანობაში.

 

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაციის სამივე მიმართულება ერთობლივი ძალისხმევით ცდილობს გააუმჯობესოს ან შეცვალოს ადგილობრივ თუ ცენტრალურ დონეზე ბავშვთა კეთილდღეობის სისტემები. სამივე მიმართულების სამიანობა, თავისი საგანმანათლებლო, სისტემების განმავითარებელი, ადვოკატირებისკენ მიმართული სამიანობებით მოიცავს ყველა იმ სამიზნე ჯგუფებს ჩართულ მხარეებს, თუ გარემოს, სადაც ხდება არასრულწლოვან მოალაეთა ინტერაცია (ოჯახი, სკოლამდელი დაწესებულება, სკოლა, თემი, საზოგადოება), ასევე ამ გარემოში მომედ პირებს/პროფესიონალებს (მშობლები/კანონიერი წარმომადგენლები, ბაღის აღმზრდელები, პედაგოგები, ადგ. თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოციალური მუშაკები, ფსიოლოგები, პოლიციელები და სხვა). ამგვარი მიდგომა მეტი ალბათობით მნის ნოყიერ ნიადაგს ადგილობრივ, თუ ცენტრალურ დონეზე სასურველი ცვლილებების განხორციელებისათვის.