მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

2019 წლის 18-19 ივნისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრებმა „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის“ პროგრამის [PITA] ფარგლებში გამოცხადებული მცირე გრანტების კონკურსში გაიმარჯვეს და დაწერეს პროექტი, გააერთიანეს ორი მნიშვნელოვანი თემა მედია წიგნიერება და ანტიდასავლური პროპაგანდა. 
პროექტის პირველ ეტაპზე მათ ჩაატარეს კვლევა მედიაწიგნიერების შესახებ ცნობიერების დონის დასადგენად, რომლის შედეგებმაც აჩვენა რომ ამ საკითხის გარშემო ახალგაზრდებს არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია. შემდგომი ეტაპი იყო ტერნინგი იმ საკვანძო თემების გათვალისწინებით, რომლებიც კვლევის შედეგებში გამოიკვეთა. ახალგაზრდული ცენტრის ორმა წევრმა (ანანო ვანიძე, ნინი ძნელაძე) ჩაუტარეს ტრენინგი კვლევის მონაწილეებს და თავიანთ თანატოლებს გაუზიარეს ინფორმაცია ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ყალბი ინფორმაცია, სოციალური მედია, პიროვნების იდენტიფიკაცია, წყაროს სანდოობის შემოწმება, საინფორმაციო ბუშტი, პროპაგანდა სატელევიზიო და ონლაინ მედიაში. 
პროექტის ბოლო ეტაპი მოიცავდა ფილმის ჩვენებას და ფოტორეპროდუქციების გამოფენას(20 ფოტო), რომლებიც აკრძალული იყო საბჭოთა კავშირის პერიოდში. 
კინოფილმის ჩვენების შემდეგ ტრენერებმა ფასილიტაცია გაუწიეს დისკუსიას და ისაუბრეს იმ ძირითად საკითხებზე, რაზეც ფილმშია გამახვილებული ყურადღება. დისკუსია ინტერაქციულ რეჟიმში საინტერესოდ წარიმართა. ახალგაზრდები გახდნენ მეტად ინფორმირებული თუ რა არის დასავლური პროპაგანდა, ვინ არის პროპაგანდის გამავრცელებელი და როგორ უნდა გააარჩიონ დეზინფორმაცია რეალობისგან. 
ტრენინგი ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.