ორგანიზაციის მისია და მიზნები

ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი

ორგანიზაციის მისია და მიზნები

 

მოსახლეობის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, რაც მიიღწევა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებით. საგანმანათლებლო ინსტუტუციების განვითარების ხელშეწყობა. ახალგაზრდობის ინტელექტუალური პოტენციალის, პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარება. ორგანიზაცია საშუალებას აძლევს მოზარდებს, წარმოაჩინონ საკუთარი ნიჭი და შესაძლებლობები, განუვითარდეთ ინტელექტუალური პოტენციალი, სოციალური და პროფესიული უნარ-ჩვევები. ჩამოუყალიბდეთ კრიტიკული აზროვნების უნარი. გააცნობიერონ ეროვნული და ზნეობრივი ღირებულებები და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა

ჩვენ მიერ განსაზღვრულია ორგანიზაციის სტრატეგიული მიზანი - საქართველოს მოსახლეობის მოწყვლადი ფენების სოციალური უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამოქალაქო ცნობიერების მქონე საზოგადოების ჩამოყალიბებისა და სამოქალაქო პროცესებში ცალკეული პირების ჩართვის სტიმულირების გზით.

ორგანიზაცია მუშაობს სამი მიმართულებით. მათი ძირითადი მიზნებია:

I მიმართულება - მოზარდების/ახალგაზრდების სამოქალაქო ცნობიერების განვითარება

მიზანი: მოზარდების (მათ შორის სოციალურად დაუცველების, შშმპ, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, მრავალშვილიანების) სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება და მათი ჩართვა ბავშვთა უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის პროცესში; ასევე, მათი მონაწილეობის უზრუნველყოფა სხვადასხვა გამოწვევაში სკოლისა და თემის დონეზე

1996 წლიდან შექმნილი აქვს „ლიდერთა სკოლა“ რომელიც წარმოადგენს  არაფორმალური განათლების ცენტრს (პირველად დაარსდა ოზურგეთში, შემდეგ - ჩოხატაურსა და თბილისში). ორგანიზაციის მოზარდების განათლების კონცეფცია ეფუძნება: ა) დემოკრატიული ღირებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას; ბ) მათ მიერ შესწავლილი/გააზრებული ინფორმაციის გავრცელებას თანატოლებში; გ) ცვლილებების მიღწევის მიზნით მოზარდების ჩართვას სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების პროცესებში.

 

მუშაობს გურიის რეგიონის (ოზურგეთი, ჩოხატაური, ლანჩხუთი) სკოლების მოსწავლეთა თვითმმართველობებთან, რათა მათ უზრუნველყონ თანატოლთა უფლებების დაცვა და ჩაერთონ სასკოლო ცხოვრებასა და სკოლის ადმინისტრაციის მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

 

მუშაობს ასევე გურიირ რეგიონის სოფლებში მცხოვრებ ახალგაზრდებთან მათთვის სათანადო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბების, შესაძლებლობების რეალიზებისა  და თემის განვითარებაში მათი მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.

 

II მიმართულება _ სკოლებისა და საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებების დემოკრატიზაციის ხელშეწყობა

მიზანი: განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმისა და სკოლის მართვის პროცესებში მშობლების, მოსწავლეებისა და თემის აქტიური მონაწილეობის ხელშეწყობით მოსწავლეთა საჭიროებებზე დაფუძნებული დემოკრატიული და გამჭვირვალე სკოლის მართვის სისტემის ჩამოყალიბება

განხორციელებული კვლევების  საშუალებით გამოკვეთილი პრობლემური საკითხების გაანალიზების საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს, რომლებსაც აწვდის საგანმანათლებლო უწყებებს ადგილობრივ და ცენტრალურ დონეზე, რათა ისინი გათვალისწინებულ იქნეს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების დასაძლევად; ასევე, გამოვლენილი საჭიროებებიდან გამომდინარე, ორგანიზაცია ქმნის ახალ მოდულებს  ადგილობრივი სკოლების გასაძლიერებლად.

 

საჯარო სკოლების და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში ორგანიზაციული კულტურის ამაღლებისა და ინსტიტუციური მდგრადობის უზრუნველსაყოფად დახმარებას უწევს მათ კონსულტაციების გაცემისა და ტრენინგების ჩატარების საშუალებით.

 

I I I  მიმართულება - მოსახლეობის (18 წლამდე ბავშვების, შშმ ბავშვებისა და ხანდაზმულების) სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესება

მიზანი: სოციალურად მოწყვლადი ფენების ინტერესების დაცვა

კვლევების საშუალებით აფასებს ორი სამიზნე ჯგუფის - 18 წლამდე პირების, მათი ოჯახების (მათ შორის შშმ პირები, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები) და ხანდაზმულების - სოციალურ მდგომარეობას, რის შესაბამისადაც, კომპეტენტურ უწყებებთან თანამშრომლობით, ახორციელებს ცვლილებების ადვოკატირებას სოციალური დაცვის პოლიტიკაში.

აღნიშნული სფეროს რეფორმირების პროცესში სახელმწიფოს ეხმარება ალტერნატიული სოციალური მომსახურებების დანერგვაში.

კერძოდ: გურიის რეგიონში ადმინისტრირებას უწევდა ორგანიზაციის მიერ დანერგილ 2 სოციალურ მომსახურებას. ესენია: 1. „მცირე საოჯახო სახლი“ (2007 წლიდან 2018 წლის სექტემბრამდე) რომელიც განთავსებული იყო ქ. ოზურგეთში #53); 2. „ხანდაზმულთა სათემო მომსახურება (განთავსებულია ქ. ოზურგეთი # მეცნიერების 16)“ (2012 წლიდან დღემდე).