სიახლეები

ბავშვის განვითარების კრიზისული პერიოდები და მათი დაძლევის მეთოდები

2019 წლის 20- 21 დეკემბერს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიმდინარე პროექტის „სამოქალაქო ჩართულობა პოზიტიური ცვლილებებისათვის“ პროგრამის ფარგლებში (დამფინანსებელი გერმანული საერთაშორისო ორგანიზაცია „Brot fur die Welt“), ჩატარდა ტრენინგი თემაზე ბავშვის განვითარების კრიზისული პერიოდები და მათი დაძლევის მეთოდები, ემოციების მართვა ბავშვებთან. ტრენინგს ესწრებოდნენ: ნასაკირალის, შრომის, ლაითურის #1 და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების თანამშრომლები. განხილული იქნა ბავშვის ფსიქო-სოციალური განვითარების ეტაპები და კრიზისები განვითარებაში, განვითარების თანამედროვე თეორიები, ბავშვის აღზრდის პრინციპები და სხვ. ტრენინგს ატარებდა ფსიქოლოგი ეკატერინე ( ქეთი) თავართქილაძე.