სიახლეები

სამუშაო შეხვედრები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების თაობაზე

23-28 თებერვალს, ორგანიზაციის სოციალური კომპონენტის წარმომადგენელმა, ექვსი პარტნიორი სკოლის ადმინისტრაციებს და პედაგოგებს ჩაუტარა საინფორმაციო შეხვედრები ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებთან დაკავშირებით. შეხვედრისას, სკოლის წარმომადგენლებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ რეგულაციებზე, ასევე, შიდა სამოქმედო ინსტრუქციებით განსაზღვრულ პროცედურებზე. ვინაიდან, სკოლების წარმომადგენლები არ იცნობდნენ აღნიშნული პროცედურებს, ამასთან, შიდა სამოქმედო ინსტუქციები არ არის მორგებული სკოლის სპეციფიკას, ორგანიზაცია სკოლებისთვის შეიმუშავებს სარეკომენდაციო (გზამკვლევი) სახის დოკუმენტს, რომელიც კიდევ უფრო დეტალურად ასახავს სკოლის სივრცეში ბავშვთა დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს.