სიახლეები

ბავშვთა მიმართ ძალადობა

ამა წლის 25 იანვარს ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი პარტნიორი ბაღების მენეჯერების, პედაგოგებისა და მშობლებისთვის. სესიაზე განხილულ იქნა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, როგორიცაა ბავშვთა მიმართ ძალადობა. ტრენინგზე დამსწრე აუდიტორიას მიეწოდა ინფორმაცია ძალადობის რაობაზე, მის ფორმებსა და კავშირზე ბავშვთა უფლებებთან. ტრენინგს უძღვებოდა ორგანიზაციის ბავშვზე ზრუნვის სპეციალისტი სალომე ჭიჭინაძე. სესია ჩატარდა Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით.