სიახლეები

ბავშვთა უფლებები ანიმაციებში

2019 წლის 21-22 დეკემბერს ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა ვორქშოფი თემაზე „ბავშვთა უფლებები ანიმაციებში“. 2 დღის განმავლობაში მოსწავლეებმა შეისწავლეს სცენარებზე მუშაობისა და ნახატების შექმნის სპეციფიკა. შეხვედრის ფარგლებში მოსწავლეებმა მოამზადეს 2 სცენარი ანიმაციისთვის და შექმნეს შესაბამისი ნახატები. ორივე ანიმაციის მიზანი მოსწავლეებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებაა. ვორქშოფს უძღვებოდა „ანიმაციის განვითარების ფონდის“ დირექტორი - ზურა დიასამიძე. შეხვედრას ესწრებოდა 15 მოსწავლე.
ა(ა)იპ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული თბილისის ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის გაიმართა კიდევ ერთი შეხვედრა მწერალ გიორგი კეკელიძესთან. შეხვედრის თემა იყო - პერსონაჟები და ყოველდღიურობა. შეხვედრაზე მწერალმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორებზე, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადამიანის დამოუკიდებელ პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესში. შეხვედრას ესწრებოდა 12 მოსწავლე.