სიახლეები

„ჩემი და შენი უსაფრთხოება“

📢📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ჩოხატაურის ოფისში ლიდერთა სკოლისა და იდეების ლაბორატორიის მოსწავლეებისთვის ინტერაქტიური სპექტაკლის „ჩემი და შენი უსაფრთხოება“ ჩვენება გაიმართა.
📌 შეხვედრის მეორე ნაწილი დაეთმო სპექტაკლში წარმოდგენილ პრობლემურ საკითხებზე დისკუსიას. მოზარდებმა ყურადღება გაამახვილეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: უსაფრთხო გარემო (მძიმე ჩანთებისა და არასტანდარტული მერხების პრობლემა სკოლაში), სან-ჰიგიენური ნორმები (სასმელი წყლის პრობლემა და ბუფეტებში ჰიგიენური ნორმების დარღვევა), მასწავლებლისა და მოსწავლის, მასწავლებლისა და მშობლის ურთიერთობა, საზოგადოების ინდიფერენტულობა. აგრეთვე გენდერული სტერეოტიპები, გენდერული როლები, ცოლ-ქმრის დამოკიდებულება და გენდერული ნიშნით ძალადობა ოჯახში.
📌 მაყურებლებმა შეიმუშავეს ალტერნატიული სცენარები და სპექტაკლის მონაწილეებთან ერთად სცენაზე გაითამაშეს.