სიახლეები

დებატ-ტურნირის ფინალური შეხვედრა

📢 2021 წლის 18 ივნისს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ლიდერთა სკოლის მიერ ორგანიზებული დებატ-ტურნირის ფინალური შეხვედრა გაიმართა.
ტურნირი პოლიტიკური ფორმატის დებატებში მიმდინარეობდა და მასში ლიდერთა სკოლისა და კერძო სკოლა„ლოგოსის“ 36 მოდებატე მონაწილეობდა.
◽️ სადებატო რეზოლუციაზე: “საქართველოში ადამიანის უფლებები დაცული უნდა იყოს” გაიმართა 9 თამაში.
მოზარდებმა ადრეული ქორწინების, შრომის თანაბარი ანაზღაურების, მედიაში გავრცელებული ძალადობრივი ენის, სასკოლო სახელმძღვანელოებში არსებული გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან დაკავშირებული პრობლემები წარმოადგინეს.
✔️ მოდებატეებმა ყურადღება გაამახვილეს აღნიშნული პრობლემების გამომწვევ მიზეზებზე, ისაუბრეს რატომ ვერ ხდება პრობლემების აღმოფხვრა არაებული პოლიტიკის ფარგლებში და წარმოადგინეს კონკრეტული გამოსავალი. დებატები პრობლემების გადაჭრის გზებსა და მეთოდებზე წარიმართა.
🏆ტურნირის გამარჯვებული გახდა ლიდერთა სკოლის მოდებატეები თაზო ჯოჯუა, ანა კუპრავა და ლიზი გოქაძე, რომლებსაც ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირმა საჩუქრად გადასცა Smart საათები. მეორე ადგილზე გასულ გუნდს ოზურგეთის გენდერის მედია ცენტრის ინიციატივით გადაეცა წიგნის მაღაზია „ბიბლუსის“ სასაჩუქრე ვაუჩერი.