სიახლეები

დისკუსია „ვითხოვ სიტყვას"

2019 წლის 24 ივნისს, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ლიდერთა სკოლის სატელევიზიო დისკუსიის „ვითხოვ სიტყვას“ ჩაწერა კაფე რვას+1“ ში გაიმართა.
მოზარდები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განრიგთან დაკავშირებულ პრობლემებზე საკითხზე პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობდნენ. 
მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პრობლემით საზოგადოებრივი მაუწყებელი და გადაცემა „რეალური სივრცე“ დაინტერესდა. გადაცემის ავტორი და წამყვანი ნინო ზაუტაშვილი მონაწილეობდა დისკუსიაში, რომელმაც გადაცემის ჩაწერის დასრულების შემდეგ მოზარდებს სატელევიზიო დისკუსიის დაგეგმვის, თემატიკის შერჩევისა და გაშუქების საკითხებზე საინტერესო მასტერკლასი ჩაუტარა.
დისკუსია„ ვითხოვ სიტყვას“ ტელეკომპანია გურიას ეთერში უახლოეს დღეებში გადაიცემა, ხოლო. საზოგადოებრივი მაუწყებელზე „რეალურ სივრცეში“ რუბრიკის სახით იქნება წარმოდგენილი.