სიახლეები

დისტანციური სწავლება და არსებული გამოწვევები

მას შემდეგ, რაც მსოფლიოში პანდემია გამოცხადდა, საქართველოში მკაცრი ზომები იქნა მიღებული. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში შეიზღუდა სკოლების ფუნქციონირება და, შესაბამისად, განათლების სისტემა ახალი გამოწვევის წინაშე დადგა, როგორ, რა მეთოდებით შეძლებდა ის სასწავლო პროცესის გაგრძელებას. გამომდინარე იქიდან, რომ ა(ა)იპ ,,ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ საქმიანობის ერთ-ერთ მიმართულებას წარმოადგენს საგანმანათლებლო სფეროში არსებული გამოწვევების კვლევა და ემპირიულად დასაბუთებულ მონაცემებზე დაყრდნობით სისტემების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული რეკომენდაციების ადვოკატირება, ორგანიზაციამ დაგეგმა და ჩაატარა კვლევა თემაზე - დისტანციური სწავლება და არსებული გამოწვევები. კვლევის მიზანი კი გახლავთ პანდემიის პირობებში განათლების სისტემაში დანერგილი და განხორციელებული სიახლეების ეფექტურობის შეფასება საჯარო სკოლების წარმომადგენლების მიერ.


მითითებულ ლინკზე შეგიძლიათ, გაეცნოთ კვლევის საბოლოო ანგარიშს, ძირითად შედეგებსა და რეკომენდაციებს.