სიახლეები

,შშმ პირთა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციები და მოვალეობების გამმიჯვნელი დოკუმენტის შექმნა

ორგანიზაციის მიერ, პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და ხანდაზმული პირების კეთილდღეობაზე ზრუნვა” ფარგლებში, შემუშავდა ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მომსახურების მიმწოდებლის ფუნქციები და მოვალეობების“ დოკუმენტი. მის შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, ხანდაზმულთა/შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სადღეღამისო მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების, საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაციის წარმომადგენლები, ასევე, გერონტოლოგიის და ზრუნვის სპეციალისტები.

მოცემული დოკუმენტი ასახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა სადღეღამისო მომსახურებებში სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ფუნქცია-მოვალეობების განაწილებასა და ურთიერთთანამშრომლობის პრაქტიკებს, რაც ჩართული მხარეებისთვის წარმოადგენს ერთგვარ სამუშაო აღწერილობას/მუშაობის სტანდარტებს.

დოკუმენტი, დამტკიცდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ და მიეწოდა სახელმძღვანელოდ სააგენტოს დაქვემდებარებულ 65 ერთეულს (მუნიციპალიტეტს).