სიახლეები

ერთადერთობის მნიშვნელობა ბრენდინგში

📣 2022 წლის 30 ივნისს, ლიდერთა სკოლისა და იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების წევრების მონაწილეობით ჩატარდა ვორქშოპი თემაზე: ერთადერთობის მნიშვნელობა ბრენდინგში, რომელსაც უძღვებოდა დამოუკიდებელი ბრენდ სტრატეგი შოთა ჩინჩალაძე.
🔵 შეხვედრაზე კრიტიკულად განიხილეს იდეათონის ფარგლებში წარდგენილი ბიზნეს იდეები, დახვეწეს და განავითარეს თავიანთი ინიციატივები.
ახალგაზრდებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია შემდეგ თემებზე:
✅ ბრენდისა და ბრენდინგის მნიშვნელობა;
✅ ბრენდი როგორც რეპუტაცია და განსხვავებულობა, როგორც თანამედროვე ბრენდების შენების ყველაზე მნიშვნელოვანი ქვაკუთხედი.
გუნდებმა ერთობლივად შეიმუშავეს საკუთარი ბრენდის ერთადერთობის კონცეფცია, განსაზღვრეს ძირითადი სეგმენტი და ჩამოაყალიბეს განვითარების სტრატეგიები.
📌შეხვედრა განხორციელდა პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტების ფინანსური მხარდამჭერია ევროკავსირის დელეგაცია საქართველოში და გერმანული ფონდი „პური მსოფლიოს“. #CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs #breadfortheworld