სწავლებისა და დასაქმების ხელშეწყობის ცენტრის კურსდამთავრებულთათვის 25 სექტემბერს, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით, მოეწყო ფილმის ჩვენება-დისკუსია და სამეწარმეო შესაძლებლობებისა და მიღწევების შემეცნებითი ტური ანასეულის კომბინატში.
მონაწილეებმა მოინახულეს ანასეულის კომბინატი და ჩაის ფაბრიკა, გაეცნენ საწარმოს მუშაობის პრინციპებს და გაიზიარეს მათი მრავალწლიანი გამოცდილება.