სიახლეები

ფილმის „კლასის წინაშე“ ჩვენება-დისკუსია

ა(ა)იპ „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით 9,10 და 11 ივნისს ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების (სოფელ ლაითურის, სოფელ ნასაკირალის, სოფელ შრომისა, სოფელ შემოქმედის, სოფელ ნაგომრისა და სოფელ ხაჯალიის) პედაგოგებისა და მშობლებისთვის ფილმის „კლასის წინაშე“ ჩვენება-დისკუსია გაიმართა. შეხვედრა ონლაინ რეჟიმში “Zoom”-ის პლათფორმის გამოყენებით მიმდინარეობდა. ფილმის ნახვის შემდეგ თითოეული სკოლა გადანაწილდა ონლაინ „ოთახებში“ სადაც დირექტორებისა და სპეციალური პედაგოგების ფასილიტაციით გაიმართა დისკუსია ფილმში ასახული პრობლემებისა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც დღეს არსებობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა სასწავლო პროცესის ეფექტურად წარმართვის მიმართულებით.
დისკუსიის შემდეგ, სკოლების წარმომადგენლები მოამზადებენ სტატიას მათი შთაბეჭდილებების შესახებ ზემოაღნიშნულ ფილმსა და იმ გამოწვევების შესახებ, რომლებიც არსებობს ინკლუზიური განათლების პროგრამის დანერგვის მიმართულებით. სტატია გაზეთ“საფეხურის“ მორიგ ნომერში დაიბეჭდება.