სიახლეები

ფილმის "უარყოფითი რიცხვები" ჩვენება-განხილვა

📣 2022 წლის, 26 აპრილს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ინიციატივით სკოლის მხარდამჭერთა პროგრამის ფარგლებში დაბა ნარუჯის იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრების მონაწილეობით ქართული ფილმის "უარყოფითი რიცხვები" ჩვენება-განხილვა მოეწყო.
☑️ შეხვედრაზე მოწვეული იყო ფილმის რეჟისორი, რომელმაც მოზარდებთან ერთად იმსჯელა იმ რეალურ ისტორიებზე და ღირებულებათა ჯაჭვზე, რომელიც ფილმში იყო ასახული თინეიჯერობის ასაკში არსებული პრობლემების სახით.
📌 შეხვედრა მიზნად ისახავდა მოზარდებთან ერთად იმ გამოწვევების განხილვას, რომლებიც დროის მიუხედავად
არ იცვლება და ზოგ შემთხვევაში მეტად მწვავდება.
✔️ მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის წევრები აქტიურად არიან სასკოლო გარემოს ცვლილების პროცესში. მოზარდების აქტიურობითა და ნინო ზაუტაშვილის მხარდაჭერით პირველი საჩუქარი უკვე მიიიღო ლაბორატორიამ პროექტორის ეკრანისა ფოტოკამერის სახით, რომელიც გადასცა "ღია საზოგადოების ფონდმა".
🔘 სამომავლოდ იგეგმება არაერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას.