სიახლეები

განათლება ნეგატივის გარეშე

15 და 16 იანვარს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ თანამშრომლებისთვის გაიმართა ტრენინგი „განათლება ნეგატივის გარეშე“.
ტრენინგის მიზანს წარმოადგენდა პოზიტიური საგანმანათლებლო გარემოს შექმნისთვის საჭირო თეორიების, სტრატეგიების გაცნობა.
სესიებს უძღვებოდა „მასწავლებელთა სახლის“ ტრენერ-კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.
ტრენინგი ორგანიზებული იყო „უკეთესი განათლებისათვის“ პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ,,პური მსოფლიოსთვის“ ფინანასური მხარდაჭერით.