სიახლეები

გენდერული სტერეოტიპები და როლები

📢 2021 წლის 28 მაისიდან 1 ივნისამდე პროექტის „ქალების ძალაუფლება ინკლუზიისთვის“ ფარგლებში ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ორგანიზებით ჩატარდა ახალგაზრდული ტრენერთა ტრენინგი თემაზე: გენდერული სტერეოტიპები და როლები.
✔️ ტრენინგებს ესწრებოდა გურიის, იმერეთის, რაჭისა და კახეთის რეგიონის წარმომადგენლები, რომლებიც შემდგომში თავად შეძლებენ ჩაატარონ შეხვედრები თავიანთ თემში მცხოვრები ახალგაზრდული ჯგუფებისთვის.
✔️ 5 დღიანი კურსი მოიცავდა შემდეგ საკითხებს: გენდერული როლები და სტერეოტიპები, შრომის არათანაბარი ანაზღაურება, გენდერული თანასწორობა და გენდერული ძალადობა, ნაადრევი ქორწინება და შშმ პირთა საჭიროებები გენდერულ ჭრილში. ტრენინგის ბოლო 2 დღე ფასილიტაციის უნარ-ჩვევების გამომუშავებას შეეხებოდა.
ტრენინგების ბოლო დღეს კი მონაწილეებს ჰქონდათ მიღებული ინფორმაციისა და უნარების პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა - მათ წარმოადგინეს ტრენინგ მოდელი კონკრეტულ გენდერულ თემატიკაზე და თავად იყვნენ პროცესის ფასილიტატორები.
ტრენინგს ესწრებოდა 15 მონაწილე, რომელთაც გადაეცათ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატი.