სიახლეები

გურიანთის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა

📣 ახალგაზრდული ინიციატივების კონკურსში დაფინანსებული პროექტის "ქალთა უფლებები ჩვენს ირგვლივ" ფარგლებში გურიანთის საჯარო სკოლაში შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა.
✅ განმახორციელებელი გუნდის წევრებმა შეხვედრაზე შეაჯამეს მატ მიერ განხორცილებული აქტივობები, გამოავლინეს კონკურსის გამარჯვებულები და დამსწრე აუდიტორიას გადასცეს პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები და მაისურები გენდერის თემატიკაზე.
✔️ შეხვედრას ესწრებოდა სკოლის ადმინისტრაციისა და სასკოლო თემის წარმომადგენლები, ასევე ტრენინგ კურსში მონაწილე მოზარდები, რომლებიც მონაწილეობდნენ თანატოლგანმანათლებელთა სესიებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე.
📌 მიკრო გრანტი განხორციელდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.