სიახლეები

იჩქარე!

გინდა შეაფასო შენი ინტერესები და აღმოაჩინო მრავალფეროვანი შესაძლებლობები?
🔎🔴 გაინტერესებს რამდენი პროფესია არსებობს და როგორ შეარჩიო მათგან შენთვის სასურველი?
📣მაშინ იჩქარე!
✅ 27 სექტემბრიდან 9 ოქტომბრის ჩათლით ჩვენი პარტნიორი საჯარო სკოლები გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში აცხადებენ მოსწავლეთა მიღებას არაფორმალური განათლების ცენტრში „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორია“
📝 კლუბების მუშაობა დაეფუძნება „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ მომზადებულ სასწავლო სილაბუსს
🟡 კლუბების შექმნის მიზანია ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
🟠 12-17 წლის მოზარდებისთვის სესიები გაიმართება კვირაში ერთხელ
🟡 შეხვედრების ფორმატი სრულად მორგებულია მათ ინტერესებზე
🟠კლუბის მუშაობის ფარგლებში დაგეგმილია დამატებითი აქტივობები: მიკროგრანტების კონკურსი, საზაფხულო ბანაკი, ვიზიტები წარმატებულ საწარმოებში, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის ადაიმანებთან, კონფერენცია და ა.შ.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ მიმართოთ ქვემოთ ჩამოთვლილი სკოლების ადმინისტრაციებს:
გურია:
1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა
2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნაგომრის საჯარო სკოლა
3. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეთის საჯარო სკოლა
4. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
5. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარუჯის საჯარო სკოლა
6. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გუთურის საჯარო სკოლა
7. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა
კახეთი:
8. სსიპ მიხეილ გაფრინდაშვილის სახელობის ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის საჯარო სკოლა
9. ლაგოდეხი მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლა
10. ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა
11. ქალაქ დედოფლისწყაროს # 2 საჯარო სკოლა
12. თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ კურდღელაურის საჯარო სკოლა
13. ყვარელის რაიონის სოფელ ახალსოფელის # 2 საჯარო სკოლა
ქვემო ქართლი:
14. სსიპ - წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ გუმბათის საჯარო სკოლა
15. სსიპ - ვასილ ბარნოვის სახელობის თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდის საჯარო სკოლა
16. სსიპ - ქალაქ რუსთავის №21 საჯარო სკოლა
17. სსიპ - ლევან გოთუას სახელობის ქალაქ რუსთავის №17 საჯარო სკოლა
პროექტი ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.