სიახლეები

იდეათონი

📣 2022 წლის 29 ივნისს, ოზურგეთის ტექნოპარკში, ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ახალგაზრდული მიმართულების ორგანიზებით ჩატარდა „იდეათონი“, რომლის ფარგლებშიც ლიდერთა სკოლისა და ორგანიზაციის პარტნიორი სკოლების „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრებმა წარადგინეს სამეწარმო იდეები.
☑️ორგანიზაციის მიერ შემუშავებული სასწავლო სილაბუსის ფარგლებში Canvas ბიზნეს მოდელის საფუძველზე ახალგაზრდებმა იმუშავეს საწარმოების მოდელირებაზე და ჩამოაყალიბეს ბიზნეს იდეები.
წარმოდგენილი იყო 14 ბიზნეს იდეა.
☑️ გუნდებმა გააზიარეს თავიანთი საწარმოების შესახებ დეტალური ინფორმაცია, ისაუბრეს პროდუქტსა და მომსახურებაზე, რის შექმნასაც ფიქრობენ და სიმულაციის ფორმატში პოტენციური ინვესტორისგან მოითხოვეს თანხა საწარმოს დასაფინანსებლად.
ინვესტორები იყვნენ სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები, მათ შორის ბიზნესი, სამთავრობო და არასამთავრობო.
☑️ ინვესტორებმა შეაფასებს პროექტები, გასცეს რეკომენდაციები, საბოლოოდ აარჩიეს ფავორიტი ბიზნეს იდეა და რომელიც დააჯილდოვეს სიმბოლური ფასიანი პრიზებით.
☑️ აღნიშნული მიდგომით ვფიქრობთ, მეტად შევძლებთ მოზარდებში პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და თვითდასაქმებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების ამაღლებას. მათ მიეცემათ შესაძლებლობა გაიუმჯობესონ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების, სამეწარმეო პროექტების მომზადებისა და მართვის, რთულ სიტუაციებთან გამკლავების, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარები.
☑️ მეწარმოების საფუძვლების გათავისება მოზარდებისთვის ფართო ასპარეზია ინოვაციური იდეების დაგეგმვის, განვითარებისა და განხორციელებისთვის. იგი სასიცოცხლოდ მნიშნელოვანი უნარია, რომლის მქონე თითოეული ინდივიდი ავტომატურად ხდება საკუთარი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ხელშემწყობი, რაც მისი მოქალაქეობრივი მოვალეობების და პასუხისმგებლობების ზრდასაც განაპირობებს.
✨ორგანიზაცია განსაკუთრებულ მადლობას უხდის აღნიშნული ღონისძიების მხარდამჭერებს:
✅იდეათონი განხორციელდა პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტების ფინანსური მხარდამჭერია ევროკავსირის დელეგაცია საქართველოში და გერმანული ფონდი „პური მსოფლიოს“. #CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs #breadfortheworld