სიახლეები

„იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები ესტუმრნენ ,,შოკოლადის მუზეუმს"

✏️15 და 16 ივნისს სსიპ ქ.რუსთავის #17 და #21 საჯარო სჯოლის „იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიის“ წევრები ესტუმრნენ ,,შოკოლადის მუზეუმს".
🎯შეხვედრის მიზანს წარმატებულ საწარმოში ვიზიტი და საქმიანობის გაცნობა წარმოადგენდა
ვიზიტის ფარგლებში
• მოზარდებმა მოისმინეს მინი-ლექცია შოკოლადის წარმოების ისტორიის შესახებ
• მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება შოკოლადის წარმოების შესახებ
• მათთვის საინტერესო შეკითხვები დაუსვეს მეწარმეს
✅შეხვედრის დასასრულს ახალგაზრდებმა დააგემოვნეს კომპანია „ქართული შოკოლადის" მიერ წარმოებული ცხელი შოკოლადი
📍ვიზიტი „შოკოლადის მუზეუმში“ განხორციელდა პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში.