სიახლეები

"ქალები ქართულ პრესაში"

2019 წლის 4 აპრილს, ახალგაზრდა ავტორის ანა ბაქანიძის წიგნის "ქალები ქართულ პრესაში" პრეზენტაცია მოეწყო.ავტორმა ისაუბრა წიგნის დაწერის იდეის და მუშაობის პროცესის შესახებ, მიმოიხილა რამდენიმე საინტერესო პასაჟი და უპასუხა ცენტრის წევრების შეკითხვებს. ასევე, ავტორმა ყურადღება გაამახვილა წიგნში აღწერილი ისტორიების გენდერულ ასპექტებზე, როგორც მან აღნიშნა გენდერის სპეციალისტებმა მნიშვნელოვან რესურსად შეაფასა წიგნი მკვლევარებისთვის, რადგან მასში თავმოყრილია ქართულ პრესაში დაწერილი ამბები იმ დროინდელი (XIX-XXსაუკუნის) ქალების შესახებ.