სიახლეები

„ქალები მეცნიერებაში“

📌სოფელ ნაგომრის საჯარო სკოლა ახორციელებს პროექტს - „ქალები მეცნიერებაში“, რომლის მიზანიც არის გენდერთან დაკავშკირებით მოზარდების ინფორმირებულობის გაზრდით სტერეოტიპული აზროვნების მსხვრევა თანასწორობის დასამკვიდრებლად.
✅პროექტი „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ მიერ გამოცხადებული მიკრო-გრანტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა. (პროექტის ფინანსური მხარდამჭერია „პური მსოფლიოსთვის).
🎯პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მასწავლებელთა კონსულტირებით მოიძიეს ინფორმაცია ქართველი ქალი მეცნიერების შესახებ და მოამზადეს პრეზენტაციები მათ შესახებ. ამასთან ისინი მუშაობენ ამ საკითხზე სამაგიდე თამაშის შექმნაზე. სწორედ სამაგიდე თამაშის მომზადების მიზნით დაიგეგმა და ჩატარდა 4 შეხვედრა. სამუშაო შეხვედრებზე ორგანიზაციის წარმომადგენლების კონსულტირებით მომზადდა სამაგიდე თამაშის იდეა, სცენარი, გადანაწილდა პასუხისმგებლობები. ამ ეტაპზე უკვე მიმდინარეობს ნახატების შექმნა სამაგიდე თამაშისთვის.