სიახლეები

ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე

📢 2020 წლის 25 ნოემბერს, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის საერთაშორისო დღე აღინიშნა.
✔️ ახალგაზრდებმა მოიძიეს საზოგადოებაში გავრცელებული გენდერული სტერეოტიპები, რომლებიც ხშირად ძალადობის მიზეზი ხდება. სტერეოტიპული ფრაზები დაბეჭდეს და წამოიწყეს კამპანია #ვამსხვრევსტერეოტიპს.
✔️ გაერომ გენერალური ასამბლეის 1999 წლის 17 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე მიღებული რეზოლუციით 25 ნოემბერი ქალების მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა.
📌 აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#YPU
#PITA #UNAG #USAID