სიახლეები

ქალთა საერთაშორისო დღე

2021 წლის 8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ლიდერთა სკოლის მოზარდებისა და ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების (ღონისძიებაში ჩართული იყო 12 ახალგაზრდა და 19 ხანდაზმული) ერთობლივი ინიციატივით მოეწყო სათემო აქცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალბატონებისთვის.
აღნიშნული აქციის ფარგლებში, ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარების მიერ შემუშავდა ფრაზები მისალოცი ბარათებისთვის, რომლებიც შემდგომ გაციფრულდა ლიდერთა სკოლის მოზარდების მიერ. მისალოც ბარათებზე დატანილი იყო სამოტივაციო ფრაზები და 8 მარტის შესახებ მოკლე ისტორიით. ლიდერთა სკოლის მოზარდებმა გაავრცელეს მისალოცი ბარათები და საპასუხო ვიდეო მიმართვები ჩაწერეს ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარებისთვის.
ღონისძიება ჩატარდა ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე სამწლიანი პროექტის (2019-2022წ) “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს „საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი“ ორ პარტნიორ ორგანიზაციასთან - „საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაციასა“ და „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან“ ერთად.