სიახლეები

ქალთა უფლებების ადვოკატირება

📣 8–11 ივლისს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირში ჩატარდა ოთხდღიანი სათემო ტრენინგების ციკლი "ქალთა უფლებების ადვოკატირება".
🔹 ტრენინგის მონაწილეებისთვის გამოცხადდება საგრანტო კონკურსი (8000 ევროს ოდენობით), რის ფარგლებშიც დაფინანსდება ადგილობრივი ინიციატივები და პროექტები, რომლებიც ქალების ეკონომიკურ გაძლიერებასა და პოლიტიკურ მონაწილეობას შეუწყობს ხელს.
🌍 მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია: https://bit.ly/3PlFk3y
 
✨ სათემო ტრენინგები ტარდება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელი ქალებისა და კაცების უნარების გაძლიერებისთვის, რათა საკუთარი პრიორიტეტების ინტეგრირებისთვის ადგილობრივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესსა და ბიუჯეტირებაში ჩართვა შეძლონ, გაიზარდოს თემში მცხოვრები ქალებისა და კაცების გენდერული მგრძნობელობა და ეკონომიკური დამოუკიდებლობა.
🇪🇺 ტრენინგი ხორციელდება „ქალების ძალა - ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში“ პროექტის ფარგლებში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.