კარლ პოპერის დებატები პოლიტიკურ ფორმატში
2021 წლის 10 და 11 მაისს, ლიდერთა სკოლის ლიდერთა სკოლის და კერძო სკოლა "ლოგოსის" მოსწავლეებისთვის ჩატარდა ონლაინ ტრენინგი კარლ პოპერის დებატები პოლიტიკურ ფორმატში.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია ძირითად განსხვავებებზე პოლიტიკურ და ღირებულებათა დებატებს შორის.
ყურადღება გამახვილდა პოლიტიკური რეზოლუციის ფორმულირების , სადებატო რეზოლუციასთან კავშირში პრობლემის დავიწროვების, მისი გადაჭრის მეთოდების და უპირატესობების შესახებ. მსჯელობა გაიმართა უარყოფის ტექნიკებისა და სპიკერების პასუხისმგებლობების საკითხებზე.
ტრენინგის მონაწილეებისთვის "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი" გეგმავს დებატ-ტურნირს, რომელშიც იდებატებენ როგორც ლიდერთა სკოლის, ასევე "ლოგოსის" მოსწავლეები.