სიახლეები

ხანდაზმულები სილამაზის სალონში

✨ სილამაზის სალონმა „ლა ბელამ“ იზრუნა ანასეულის სათემო მომსახურების ხანდაზმულების გალამაზებაზე. მოცემულმა აქტივობამ ხალისი შესძინა და განწყობა აუმაღლა თითოეულ ხანდაზმულს, ვინაიდან, პანდემიის შემდეგ ჩვეული ცხოვრების სტილი გაახსენა მათ.
📍 ღონისძიება ჩატარდა სამწლიანი პროექტის “უფლებებზე დაფუძნებული სოციალური მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების და ხანდაზმულებისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან (YPU) და საქართველოს საქართველოს საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ასოციაცია (GPIDA) ერთად. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია European Union in Georgia.