სიახლეები

კონფერენცია თემაზე „გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“

📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული არაფორმალური განათლების ცენტრის - ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩატარდა კონფერენცია თემაზე „გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“.
✅კონფერენცია ითვალისწინებდა გენდერული როლებისა და სტერეოტიპების კვლევას და მიზნად ისახავდა, ერთი მხრივ, გენდერულ საკითხებზე ახალგაზრდებისა და მასწავლებლების ცნობიერების გაზრდას, ხოლო მეორე მხრივ, გენდერული თანასწორობის ინტეგრირებას სასწავლო პროცესში, პროექტული სწავლების გზით.
კონფერენციის ფარგლებში, მოზარდებს საშუალება მიეცათ დაენახათ გენდერული საკითხები სხვადასხვა სასკოლო დისციპლინებში, ეძიათ სტერეოტიპების გამომწვევი მიზეზები და განევითარებინათ კვლევითი უნარ-ჩვევები.
✅კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო 7 საკონფერენციო ნაშრომი, კერძოდ:
• ისტორია- „გენდერული წარმოდგენები და დამოკიდებულებები საქართელოს მთიანეთში“.
• მუსიკა - „გენდერული როლები ქართულ ფოლკლორში“
• ქართული ლიტერატურა- „ქალები და გენდერული სტერეოტიპები ქართულ ლიტერატურაში
• ბიოლოგია - „ნეიროსექსიზმი და ბიოლოგიის სახელძღვანელოების გენდერული ანალიზი“
• მატემატიკა - „გენდერული საკითხები STEM საგნებში
• ქართული ენა - „რეკლამა, როგორც კომუნიკაციის ფორმა და სტერეოტიპული ენობრივი გზავნილები“
• სამოქალაქო განათლება - „სამოქალაქო საზოგადოება და ბრძოლა თანასწორობისთვის“.
მასალების მოძიებისა და დამუშავების პროცესში ლიდერთა სკოლის მოსწავლეებს მენტორობას უწევდნენ ნანა დიხამინჯია, ილიას სახელმწიფო უივერსიტეტის ელექტრონული და კომპიუტერული ინჟინერიის პროფესორი, თამთა მელაშვილი - მწერალი, ნანა მჟავანაძე - ეთნომუსიკოლოგი, დაჯი თოდუა- ისტორიის მასწავლებელი, დიანა ანფიმიადი- პოეტი, ნანა ბერეკაშილი - ასოცირებული პროფესორი/გენდერის ფსიქოლოგი.
კონფერენციამ საშუალება მისცა მოზარდებებს მოეხდინათ პრობლემებეის ღრმა ანალიზი.
ასევე, კონფერენციაზე წარდგენილი იყო ლიდერთა სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი გზამკვლევი „გენდერული საკითხების ინტეგრირება სასწავლო პროცესში“ და კომიქსი „შეცვალე დამოკიდებულება“.
კონფერენცია ჩატარდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.