სიახლეები

ლექცია თემაზე: თავისუფლება

ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის ბაზაზე არსებული ლიდერთა სკოლის, იდეებისა და მეწარმეობის ლაბორატორიების წევრებისთვის ჩატარდა ლექცია თემაზე: თავისუფლება.
შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმარმა, მწერალმა და ტელეწამყვანმა ბასა ჯანიკაშვილმა მოზარდებთან ისაუბრა შემდეგ საკითხებზე:
☑️ რუსეთის შეიარაღებული ძალების უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა;
☑️ რუსული პროპაგანდის გავლენა ქართულ საზოგადოებაზე;
☑️ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მნიშვნელობა ქვეყნის სოციალურ კულტურული განვითარებისთვის;
☑️ თავისუფალი მოქალაქის ცნება და გამოხატვის თავისუფლება.
✔️დისკუსია წარიმართა უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, მოზარდებმა გამოხატეს საკუთარი მოსაზრებები და გაავლეს ისტორიული პარალელები რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციასთან.
☑️ ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი მუდმივად ცდილობს ახალგაზრდებს ჰქონდეთ შესაძლებლობა შეხვდნენ საზოგადოებისთვის ცნობილ და მათთან ერთად იმსჯელონ აქტუალურ თემებზე, გამოხატონ საკუთარი მოსაზრებები და განივითარონ კრიტიკული აზროვნების უნარ-ჩვევები.
☑️ ბასა ჯანიკაშვილი ჩართულია ორგანიზაციის სკოლის მხარდამჭერთა პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც მენტორობას უწევს სოფ. გურიანთის საჯარო სკოლას.
📌 აქტივობები ხორციელდება ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.