სიახლეები

ლიმონი -საოთახე კულტურა

📌7 ივლისს, გურიის რეგიონში, სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლის სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის „ლიმონი -საოთახე კულტურა“ შუალედური პრეზენტაცია გაიმართა.
🎯პროექტის მიზანს ლიმონის, როგორც საოთახე კულტურის, წარმოების მაგალითზე მეწარმეობის თემის პოპულარიზაცია და მოსწავლეებში სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარება წარმოადგენდა.
✏️პროექტი განხორციელდა შემდეგი საგნობრი დისციპლინების ინტეგრირებით : ქართული ენა და ლიტერატურა, ბიოლოგია, ქიმია, მათემატიკა, სახვითი ხელოვნება, ისტორია, მოქალაქეობა, გეოგრაფია, უცხო ენა და კომპიუტერული ტექნოლოგიები.
მოზარდებმა ზემოთ ჩამოთვლილი საგნების პედაგოგების ფასილიტაციით იკვლიეს ციტრუსოვნების ისტორია და გავრცელების არეალი, საქართველოში ლიმონის კულტურის ისტორია და გურიანთის თემში არსებული ტრადიცია, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოებისთვის საჭირო უსაფრთხო გზები, მავნებლებისა და მათთან გამკლავების გზები და სხვ.
✅პროექტის ფარგლებში, კეთებით სწავლების საგანმანათლებლო პრონციპის შესაბამისად, მოსწავლეებმა მონაწილეობა მიიღეს ნიადგის, შესაბამისი ურჭლის შერჩევისა და ნერგების დაკალმების პროცესში. რეკომენდაციების შემუშავების მიზნით მოზარდები იმყოფებოდნენ აგრარულ უნივერსიტეტში.
პროექტი გაგრძელდება მომდევნოსასწავლო წლის განმავლობაში.
📍სასკოლო ინიციატივა განხორციელდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) ფინანსური მხარდაჭერით პროექტების „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) და „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.