სიახლეები

ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია

📚 2020 წლის 17 თებერვალს, ლიტერატურულ კაფე “რვას+1”-ში “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირთან” არსებული ახალგაზრდული ცენტრის წევრების ინიციატივით და აქტიური ჩართულობით ლიტერატურული ნაწარმოებების პრეზენტაცია და განხილვა მოეწყო, რომლის მიზანიც იყო წიგნიერების პოპულარიზაცია.
შეხვედრაზე განხილული იყო ორი სხვადასხვა ეპოქის მწერლის- ფრანც კაფკას “გარდასახვა” და თემურ ბაბლუანის “მზე, მთვარე და პურის ყანა”.
ლიტერატურული ნაწარმოებების განხილვა ტრადიციული ხასიათისაა და მეორედ ჩატარდა.

📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.