სიახლეები

მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება

📢 2021 წლის 28 იანვარს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის თანატოლგანმანათლებლებმა ჩაატარეს ტრენინგი მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე.
✅ შეხვედრას ესწრებოდნენ სოფ. შემოქმედის და სოფ.მერიის საჯარო სკოლის მოსწავლეები.
თანატოლგანმანათლებლებმა ტრენინგზე ისაუბრეს ინფორმაციაზე და მის მნიშვნელობაზე, დეზინფორმაციაზე, პროაგანდაზე, ყალბ ინფორმაციაზე. ასევე, პრაქტიკული მაგალითების საფუძველზე თანატოლებს გაუზიარეს ცოდნა თუ როგორ უნდა გადაამოწმონ ფოტოს ნამდვილობა და საიტის იურიდიული მონაცემები.
საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გაგრძელდება ტრენინგების ჩატარება სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფებთან.