სიახლეები

მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარება

2020 წლის 12 თებერვალს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის წევრმა თაზო ჯოჯუამ ჩაატარა თანატოლგანმანათლებელთა ტრენინგი "მედია წიგნიერებისა და კრიტიკული აზროვნების განვითარებაზე" სოფ. ასკანის საჯარო სკოლაში.
✅ საინფორმაციო შეხვედრა მიზნად ისახავდა მონაწილეების მედია წიგნიერების უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას, ყალბი ინფორმაციისა და პროპაგანდის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
📌 ტრენინგები გაგრძელდება როგორც ფიზიკურ სივრცეში, ასევე ონლაინ პლატფორმების საშუალებით.
📌შეხვედრა განხორციელდა „ტოლერანტობის სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ PITA-ს ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორი ორგანიზაცია გურიაში - "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი".
#YPU
#PITA #UNAG #USAID