სიახლეები

„მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება“

17, 18 და 24 აპრილს „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ფასილიტაციითა და საგა-ს ჩართულობით კახეთის რეგიონის 6 პარტნიორი სკოლის პედაგოგებისთვის მოეწყო პროექტის "უნარების განვითარება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის" პრეზენტაცია და ჩატარდა ტრენინგი „მეწარმეობის კომპეტენციის განვითარება“
ტრენინგი მოიცავდა ისეთ აქტუალურ საკითხებს, როგორებიცაა:
🔸 ღირებულებებზე დაფუძნებული პედაგოგიკა
🔹 EU კომპეტენციათა ჩარჩო, სამეწარმეო კომპეტენცია
🔸 სამეწარმეო უნარ-ჩვევების განვითარების გზები, აქტივობები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში
🔹 ცვლილებების საჭიროება საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სხვა
📌ტრენინგს უძღვებოდა მოწვეული ტრენერ-კონსულტანტი მანანა ჯინჭარაძე.
➡️ ქვეყანაში და კახეთის რეგიონში გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით ტრენინგი დისტანციურად, zoom-ის პლატფორმის გამოყენებით ჩატარდა.
🎯 საჯარო სკოლებში მეწარმეობისა და კარიერული განვითარების კლუბების შექმნის მიზანია, რეგიონებში მცხოვრებმა ბავშვებმა განივითარონ კარიერული მართვისა და მეწარმეობის უნარ-ჩვევები.
ტრენინგები ჩატარდა ევროკავშირისა (EU) და „პური მსოფლიოსთვის“ (Brot) მხარდაჭერით პროექტის „უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“ („Skill Building and Innovative Job Opportunities for Regional Development of Georgia“) ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს საქართველოს სტრატეგიული კვლევების და განვითარების ცენტრი (CSRDG), ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირსა (YPU) და საქართველოს სამოქალაქო განვითარების ასოციაციასთან (GCDA) ერთად.
#CSRDG #YPU #SAGA #Skills4Jobs