
„ლიდერთა სკოლის მოსწავლე“ ლაშა სულაქველიძე უნდა გაგაცნოთ. მოხალისეობის პროგრამის ფარგლებში, ორი თვის განმავლობაში, საბავშვო ბაღში აქტიურად ახორციელებდა სხვადასხვა აქტივობას:

ლაშამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ემოციებზე საინტერესო ამბები მოუყვა, ამის შემდეგ სხვადასხვა ემოციასთან ასოცირებული ფიგურები გამოძერწეს და გააფერადეს;

მოაწყო თოჯინების თეატრი და დადგა ორი სპექტაკლი- „სოფლის მაშენებლები“ და „უტკბესი და უმწარესი“. სპექტაკლის ჩვენებას დისკუსია მოჰყვა;

მსხვილი და წვრილი მოტორიკის, ასევე ფერების შესწავლის მიზნით ბავშვებს ქაღალდის ხელნაკეთი ნიღბების დამზადება ასწავლა

მომდევნო აქტივობის ფარგლებში, ლაშამ ბავშვებს საკუთარი ხელით დამზადებული ნიღბები მიუტანა. აღსაზრდელებს საყვარელი პერსონაჟისთვის უნდა მიემსგავსებინათ და გაფერადებისას შესაბამისი ფერი შეერჩიათ
მოხალისეობის პროგრამა ხორციელდება

პროექტის „უკეთესი მომავლისთვის“ ფარგლებში, გერმანული ფონდის „პური მსოფლიოსთვის ფინანსური მხარდაჭერით.

პროგრამის მიზანია იმგვარი აქტივობების პილოტირება, რომლებიც ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო დაწესებულებებში გენდერულ სოციალიზაციას.