სიახლეები

მომზადდა პარტნიორი საჯარო სკოლების სამთვიანი ოპერაციული გეგმები

📣16 და 17 მარტს ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის საგანმანათლებლო კომპონენტის წარმომადგენლების კონსულტირებით მომზადდა სოფ. შემოქმედისა და სოფ. ნაგომრის პარტნიორი საჯარო სკოლების სამთვიანი ოპერაციული გეგმები.
📣📌მიმდინარე წლის მარტის თვის მეორე ნახევრიდან ისინი შეუდგებიან საკუთარი სკოლის ერთ-ერთი სტრატეგიული მიზნის უშალო განხორციელებას უკვე შემუშავებული და დამტკიცებული ხედვის დოკუმენტების შესაბამისად:
🔵სოფ. ნაგომარი- ”სასკოლო ცხოვრებაში მშობელთა ჩართულობის ხარისხის გაზრდა“
🔵სოფ. შემოქმედი- „მოწყვლადი ჯგუფების შესაძლებლობების გაძლიერება სკოლასა და თემში“
📣ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი უსურვებს წარმატებებს და საჭიროების შემთხვევაში სრულ მხარდაჭერას უცხადებს პარტნიორ სკოლებს მეტად მნიშვნელოვანი საქმიანობის პროცესში!