სიახლეები

მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები

📣 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ პროექტების განხორციელებას.
🟦 2022 წლის 10 თებერვალს, ქ. ქუთაისში პროექტის "თაობა Z ხედვა" განმახორციელებელთა ინიციატივით ახალგაზრდებისთვის ჩატარდა ტრენინგი შემდეგ თემებზე:
▶️ გენდერული სტერეოტიპები;
▶️ გენდერული როლები და ურთიერთობები;
▶️ ჰეგემონური მასკულინობა;
▶️ ქალთა აუნაზღაურებელი შრომა.
⏺ ტრენინგს უძღვებოდა “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის” წარმომადგენელი.
📌 შეხვედრა ჩატარდა მულტიფუნქციური სასწავლო ცენტრის "ლურჯი ვაშლების" სივრცეში.
📌 აქტივობები ჩატარდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.