სიახლეები

მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ პროექტების განხორციელებას

📢 ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის მცირე გრანტების კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები აქტიურ რეჟიმში აგრძელებენ პროექტების განხორციელებას.
✅ დაფინანსებული პროექტები მრავალფეროვანი და მოიცავს როგორც ტრენინგებს, ფილმის ჩვენება-განხილვებს, ასევე საინფორმაციო ბროშურების, სტენდების, ფოტოკონკურსის, დოკუმენტური ფილმის, სოც. ვიდეო რგოლის და თოჯინების სპექტაკლის მომზადებას. აღნიშნული აქტივობები მიზნად ისახავს საზოგადოებაში გენდერული ცნობიერების დონის ამაღლებას და სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლას.
📌 აქტივობები ჩატარდა პროექტის „ქალების ძალა – ეკონომიკური და პოლიტიკური მონაწილეობა ინკლუზიური საზოგადოებისთვის საქართველოში” რომელსაც ახორციელებს ,,ქალები საერთო მომავლისთვის” პარტნიორობით ადგილობრივ ორგანიზაციებთან „ქალთა ფონდი საქართველოში“, „ქალი და რეალობა“, „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი“, „პანკისის ქალთა საბჭო“ და „რაჭის სათემო ორგანიზაცია“ თანამშრომლობით. პროექტის ფინანსური მხარდამჭერია ევროკავშირი საქართველოსთვის.