
დასრულდა სასკოლო ინიციატივების მცირე პროექტების კონკურსი და გამოვლინდა გამარჯვებული პარტნიორი საჯარო სკოლები გურიის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონებში

კონკურსის მიზანია სამეწარმეო უნარ-ჩვევების გაძლიერება მოსწავლეებში საგანთა ინტეგრირებითა და პროექტული სწავლების დანერგვის გზით.

სპეციალურად შექმნილმა კომისიამ სულ განიხილა 12 განაცხადი, მათგან დაფინანსდა საჯარო სკოლების წარმოდგენილი შემდეგი 9 პროექტი:

სსიპ- აკაკი სურგულაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის საჯარო სკოლა - სამოყვარულო ვენახიდან სამეწარმეო ვენახისაკენ

სსიპ თეიმურაზ ჭიტაძის სახელობის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთის საჯარო სკოლა- ლიმონი- საოთახე კულტურა

სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფ. კვირიკეთის საჯარო სკოლა - დაფნა - კეთილდღეობის წყარო

სსიპ წალკის მუნიციპალიტეტის სოფ. გუმბათის საჯარო სკოლა - ტრადიცია და მეწარმეობა

სსიპ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფ. კოდას საჯარო სკოლა - თავისუფალი მწვანე ზონა

სსიპ ყვარლის მუნიციპალიტეტი სოფ. ახალსოფლის #2 საჯ.სკოლა - ყვავილების სათბური

სოფ. კურდღელაურის საჯარო სკოლა - „ შევუქმნათ ჩვენს ოთხფეხა მეგობრებს ტანსაცმელი და აქსესუარები“

სსიპ ქალაქ დედოფლისწყაროს N2 საჯარო სკოლა - ჩვენი ბაღი ბაღნარია

სსიპ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ თამარიანის საჯარო სკოლა - „ინოვაციური გაკვეთილები ღია ცის ქვეშ“