სიახლეები

ონლაინ ლექცია

📢 2020 წლის 13 აპრილს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის და ლიდერთა სკოლის მოსწავლეებისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების ლაბორატორიის "ჯეო ლაბის" რექტორმა სანდრო ასათიანმა Online ლექცია ჩაატარა.
👉 ლექციის თემა იყო "სწავლა და სწავლება ტექნოლოგიების ეპოქაში".
✔️ლექციაზე განხილული იყო სწავლების სამი მოდელი (ბიჰეიორივიზმი, კოგნიტივიზმი, კონსტრუქტივიზმი), ინფორმაციის მიღების მეთოდები, პრობლემის გადაჭრის გზები, ემოციური ინტელექტი და სხვ.
✔️ შეხვედრაზე მსმენელებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ შეკითხვები მათი ინტერესების შესაბამისად.
✔️ მოწვეულმა სპიკერმა ახალგაზრდებს გაუზიარა ის სასწავლო ინტერნეტ რესურსები, რომლებიც მათ განვითარებას ხელს შეუწყობს.
📌 შეხვედრა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.
#PITA #YPU #UNAG #USAID
#STOPCOVID19 #Stayhome