სიახლეები

ონლაინ საჯარო ლექცია

📢2020 წლის 25 დეკემბერს, "ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის" ახალგაზრდული ცენტრის ინიციატივით ჩატარდა გიორგი კეკელიძის ონლაინ საჯარო ლექცია სოლიდარობის თემაზე.
✅ლექციაზე განხილული იყო ზოგადად რა არის სოლიდარობა და ადამიანი, როგორც მისი ამოსავალი წერტილი, რა ფორმით ვლინდება ის ჩვენს საზოგადოებაში და ლიტერატურაში გვაქვს თუ არა ამ კუთხით მნიშვნელოვანი მაგალითები.
✅ასევე, შეხვედრაზე ისაუბრეს კონფორმულ საზოგადოებაში როგორ ვითარდება სოლიდარობის იდეა და არის თუ არა ინდივიდისთვის იყოს სოლიდარული მაშინაც, როცა არც თუ ისე ბევრი თანამოაზრე ჰყავს.
📌აქტივობა ორგანიზებულია "ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის" [PITA] ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით.